top of page
Search

სამი ძირითადი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი ონლაინ ანგარიშების გატეხვა

პირადი ინფორმაციის დაცვა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა დააჩქარა და გაამარტივა პერსონალური მონაცემების შეგროვება, განუსაზღვრელი ვადით/მოცულობით შენახვა და სხვადასხვა მიზნით გამოყენება. თუ გასულ საუკუნეში თქვენს პირად დოკუმენტებთან წვდომისათვის უცხო პირს სეიფის გატეხვა მოუწევდა, ახლა პაროლის გამოცნობაც კი საკმარისია.


მაშინ, როცა ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ფოტოები, დოკუმენტები თუ მიმოწერები ერთ ადგილას ინახება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი არაკეთილმოსურნეებისაგან.


ამ სტატიაში გიზიარებთ 3 ნაბიჯს, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ თქვენი ანგარიშების დასაცავად ჰაკერებისა და მონაცემთა მოპარვისგან.


1) შექმენით ძლიერი პაროლები! ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "paroli1" და "12345678" არის ორი ყველაზე მარტივად გამოსაცნობი პაროლი და ჰაკერები პირველად მას გამოცდიან. უმჯობესია ყველა თქვენს ანგარიშს განსხვავებული პაროლი ჰქონდეს, რომლებიც მაქსიმალურად რთული და ძლიერი იქნება. კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი პაროლები ერთ-ერთი კარგი ვარიანტია (მინიმუმ 12 სიმბოლო) სულ მცირე 2 ან 3 სხვადასხვა სიმბოლოებით. თქვენს ონლაინ საბანკო და ელ-ფოსტის ანგარიშებს განსაკუთრებით ძლიერი პაროლები უნდა ჰქონდეს, რადგან ისინი შეიცავს თქვენს ყველაზე ღირებულ ინფორმაციას!

2) გამოიყენეთ პაროლის მენეჯერი! ყველა ამ დიდი, უსაფრთხო პაროლის დამახსოვრება შეიძლება რთული იყოს, ამიტომ რეკომენდირებულია პაროლის მენეჯერის გამოყენება, როგორიცაა LastPass ან Dashlane. პაროლის ბევრ მენეჯერს შეუძლია თქვენთვის თავად შექმნას ორიგინალური და ძლიერი პაროლი, ანდაც გითხრათ, რომ თქვენი პაროლი სუსტია ან ხშირად გამოყენებული, რომლის შეცვლის ალტერნატივებსაც თავადვე შემოგთავაზებთ.

3) გააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია/ავტორიზაცია. ე.ი. ანგარიშზე შეხვალთ თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით. რის შემდეგაც მოგეთხოვებათ შეიყვანოთ ვალიდაციის კოდი, რომელიც ჩვეულებრივ იგზავნება თქვენს ნომერზე, ტექსტური შეტყობინების სახით. თეორიულად, ეს ართულებს ჰაკერებისთვის ანგარიშში შესვლას - მაშინაც კი, თუ აქვთ თქვენი პაროლი, მათ ტექსტური კოდიც დასჭირდებათ.


 
 
 

Recent Posts

See All
ყალბი ინფორმაციის 7 სახეობა

ყალბი ინფორმაცია შეიძლება მრავალი განსხვავებული ფორმით შეგვხვდეს. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი 7 სახეობა: 1. სატირა ან პაროდია იყენებს...

 
 
 
როგორ განვასხვაოთ ყალბი ამბავი ნამდვილისგან?

ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა სირთულე წარსულში დარჩა და საინფორმაციო ველი, ნებისმიერი...

 
 
 

Comments


ვებგვერდი შეიქმნა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ ვებსაიტზე ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს PH International-ის, ჯეოლაბის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

©2023 by Checknews. Proudly created with Wix.com

bottom of page